geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენელი სტუდენტების საყურადღებოდ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოქმედებს პროგრამა "დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები სტუდენტებს".

2026 წლის სტიპენდიანტი სტუდენტების შერჩევის მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განცხადება უნდა წარმოადგინონ პირებმა, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე.

სტუდენტების განცხადებები მიიღება 2026 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
განცხადებას თან უნდა დაურთონ:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მეტი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.